საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

XVII საერთაშორისო სიმპოზიუმი - ლიტერატურათმცოდეობის თანამედროვე პრობლემები

ქუთაისი, საქართველო

ქუთაისი შეუერთდა იუნესკოს შემოქმედებითი ქალაქების ქსელს ლიტერატურის მიმართულებით

 

სიმპოზიუმის ორგანიზატორები:

კომპარატივისტული ლიტერატურის ქართული ასოციაცია (GCLA)

თსუ შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტი

ქალაქ ქუთაისის მერია

 

თანამონაწილე ორგანიზაციები:

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

აკაკი წერეთელის სახელობის ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი

 

გვაქვს პატივი, მოგიწვიოთ XVII საერთაშორისო სიმპოზიუმში -

ლიტერატურათმცოდეობის თანამედროვე პრობლემები

მონაწილეობის მისაღებად.

                                                                                  

სიმპოზიუმს უმასპინძლებს ლიტერატურული ქალაქი ქუთაისი, 

2024 წლის 25-27 სექტემბერს.

 

სიმპოზიუმის თემაა:

პატარა ქვეყნების ლიტერატურები და თანამედროვე

გლობალური სამყაროს გამოწვევები

 

 

სიმპოზიუმის ფარგლებში იმუშავებს სექციები:

                                   

  • მსოფლიო ლიტერატურა და ნაციონალური ლიტერატურები;
  • ნაციონალური ლიტერატურა და რეგიონული ლიტერატურები;
  • ეთნიკური უმცირესობების მწერლობა. ლოკალური და გლობალური გამოწვევები;
  • თარგმანი როგორც ინტერკულტურული კომუნიკაციის ფორმა;
  • პატარა ქვეყნების საგამომცემლო პოლიტიკა ლიტერატურის სფეროში;
  • ლიტერატურა, როგორც შემოქმედებითი ინდუსტრია;
  • ლიტერატურის კომერციალიზაციის თანამედროვე ბერკეტები.

 

სიმპოზიუმის ფარგლებში იმუშავებს მრგვალი მაგიდის სექციები:

  • ქუთაისი - ქართული მოდერნიზმის სამშობლო;
  • ქუთაისელი მწერლები მე-20 საუკუნის ქართულ ლიტერატურაში (პროზა, პოეზია, დრამატურგია და სხვ).

 

სიმპოზიუმის მონაწილეთათვის დაგეგმილია შემდეგი ღონისძიებები:

  • სიმპოზიუმის მონაწილეთა მიღების ცერემონიალი  ქალაქ ქუთაისის მერიაში;
  • შეხვედრა ადგილობრივ საუნივერსიტეტო წრეებთან;
  • შეხვედრები თანამედროვე ქართველ მწერლებთან, მთარგმნელებთან, გამომცემლებთან;
  • ვიზიტები ადგილობრივ მუზეუმებსა და გალერეებში.

 

სიმპოზიუმი ჩატარდება დასწრებული მონაწილეობის ფორმატში.

სიმპოზიუმის სამუშაო ენები: ქართული, ინგლისური.

გთხოვთ, შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა (იხ. დანართი) და გამოგზავნოთ თეზისები ქართულ და ინგლისურ ენაზე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: rustaveliconference@gmail.com

თეზისების მიღების ბოლო ვადაა 2024 წლის 30 მაისი

თეზისები იგზავნება ორ ენაზე: ქართულად და ინგლისურად

(ყურადღება მიაქციეთ  ინგლისური ტექსტის ხარისხს!)

თეზისების მოცულობა – 250 სიტყვა. ორივე ენაზე შრიფტი – Sylfaen. შრიფტის ზომა – 10, ინტერვალი – 1.

სიმპოზიუმის საორგანიზაციო კომიტეტი იტოვებს მონაწილეთა შერჩევის უფლებას.
შედეგების შეტყობინების ბოლო ვადა არის  2024 წლის  30 ივნისი.

შერჩეული მონაწილეებისათვის დაწესებულია სარეგისტრაციო გადასახადი:

  • უცხოელი მეცნიერებისათვის - 90 ევრო

 

ქართველი მეცნიერებისათვის:

  • მოხსენებით გამომსვლელთათვის - 90 ლარი;
  • თანაავტორობით გამომსვლელთათვის (ორი თანაავტორი) – 140 ლარი;
  • სტუდენტებისათვის (მაგისტრანტი, დოქტორანტი) – 60 ლარი;
  • სტუდენტებისათვის (თანაავტორობით) – 100 ლარი.

 

აკაკი წერეთელის სახელობის ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების სარეგისტრაციო გადასახადს, მათი მოხსნებების მიღების შემთხვევაში, დაფარავს ქალაქ ქუთაისის მერია.

 

სარეგისტრაციო გადასახადი მოხსენებით გამომსვლელთათვის ითვალისწინებს შემდეგს:

  • სიმპოზიუმის პროგრამის გამოცემა (ბეჭდური, ელექტრონული);
  • სიმპოზიუმის თეზისებისა და პროგრამის გამოცემა (ელექტრონული),რომლებსაც  მიენიჭება DOI სარეგისტრაციო ნომერი და განთავსდება GOOGLE SCHOLAR-ის ბაზაში.
  • ყავა-ჩაის შესვენებები სიმპოზიუმის დღეებში.
     

რჩეული მოხსენებები, სტატიების სახით, დაიბეჭდება საერთაშორისო სამეცნიერო რეფერირებად ჟურნალში „სჯანი“, რომელიც განთავსებულია CEEOL, VABB-SHW, ERIH PLUS-ის და EBSCO-ს ბაზებში, და მინიჭებული აქვს DOI სარეგისტრაციო ნომერი.

დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ სიმპოზიუმის საორგანიზაციო კომიტეტს აღნიშნულ ელექტრონულ მისამართზე: rustaveliconference@gmail.com

თარიღი: 01/03/2024